აქტიურისაცალო და ონლაინ ვაჭრობასასაუბრო AIAI ასისტენტი პსპ-ს ყველა ფილიალში
პსპ-ს ყველა ფილიალს ახლა საკუთარი AI ასისტენტი ყავს. მომხმარებელი ფილიალში შტრიხკოდს ასკანერებს და AI-ს ეკითხება, რა არის მარაგში, რა აქციებია, როდის მუშაობს ფილიალი, ან ფარმაცევტის რჩევას იღებს. იგივე ასისტენტი პროდუქტს მთელ კატალოგში აღწერით პოულობს და, როცა ადამიანია საჭირო, საუბარს ოპერატორს გადასცემს.
პსპ არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი აფთიაქებისა და სამომხმარებლო პროდუქციის ქსელი. მას 400-ზე მეტი ფილიალი და დიდი ონლაინ კატალოგი აქვს.
მარაგი, ფასები და აქციები ფილიალიდან ფილიალამდე განსხვავდება. მაღაზიაში მყოფი მომხმარებელი კი სწრაფად ვერ იგებს, რა აქვს სინამდვილეში ამ ფილიალს. ძიება საქმეს კიდევ უფრო ართულებს, რადგან ზუსტ სიტყვებს ეყრდნობა, ადამიანები კი ასე არ ეძებენ: სიმპტომს აღწერენ, ბრენდის სახელი ნახევრად ახსოვთ ან ბუნდოვნად წერენ, რა სჭირდებათ. პსპ-ს უნდოდა, რომ მომხმარებელს თავის ფილიალზე პირდაპირი პასუხი მიეღო და პროდუქტი უბრალოდ აღწერით ეპოვა.
AI ასისტენტი პსპ-ს თითოეული ფილიალისთვის. მომხმარებელი ფილიალში შტრიხკოდს ასკანერებს და იხსნება სწორედ ამ ფილიალის ასისტენტი. ასისტენტთან შეუძლია გაიგოს, რა არის მარაგში, რა აქციებია, როდის მუშაობს ფილიალი და როგორ დაუკავშირდეს მას, ან ფარმაცევტის რჩევა მიიღოს. საჭიროების შემთხვევაში საუბარს ოპერატორი აგრძელებს. იგივე ასისტენტი პროდუქტს მთელ კატალოგში აღწერით პოულობს, ჩვენებამდე ამოწმებს, რომ თითოეული პროდუქტი ნამდვილად არსებობს და მარაგშია, და შედეგებს ჩატში კარუსელის სახით აჩვენებს. მომხმარებელს ფოტოს გაგზავნაც შეუძლია. ასისტენტი თავად არჩევს, ფოტოზე საძებნი პროდუქტია, სამედიცინო რჩევის საკითხი თუ შემთხვევა, რომელიც ადამიანის ჩართვას მოითხოვს.
ყოველი ასისტენტი თავისი ფილიალის მიმდინარე მონაცემებით პასუხობს, ამიტომ მარაგი, ფასები და აქციები ზუსტად ემთხვევა იმას, რაც მომხმარებლის თვალწინაა. ძიება სიტყვების ზუსტ დამთხვევას კი არა, აზრს ეყრდნობა, ამიტომ მოთხოვნაზე „რამე თავის ტკივილისთვის“ სწორი პროდუქტები ჩნდება. ყველა შედეგი ჩვენებამდე პსპ-ს კატალოგთან მოწმდება.

