AI ტრენინგი თქვენი გუნდისთვის იმ ადამიანებისგან, ვინც AI სისტემებს 2016 წლიდან ქმნის.

თქვენი გუნდის რეალურ ამოცანებზე აგებული.რასაც დღეები სჭირდებოდა, საათებში შეასრულებთ.

გვენდობიან წამყვანი ორგანიზაციები

  • TBC Bank
  • PSP
  • TBC Insurance
  • Tbilisi City Hall
  • Bank of Georgia

როგორ ვმუშაობთ

  1. 01

    საბაზისო ცოდნა

    AI-ს საფუძვლებს ვუხსნით თქვენს გუნდს, მისივე სფეროდან აღებული მაგალითებით.

  2. 02

    ამოცანების კვლევა

    კითხვარები და ინტერვიუები გვიჩვენებს, რომელ ამოცანებს მიაქვს ყველაზე მეტი დრო.

  3. 03

    პრაქტიკული მეცადინეობა

    თანამშრომლებს ვასწავლით, როგორ გააკეთონ ეს ამოცანები AI-ით.

  4. 04

    ინსტრუმენტები

    სადაც არსებული AI ხელსაწყოები არ კმარა, საჭიროს თავად გიწყობთ.

რატომ Supernova

დროში გამოცდილი

Supernova AI სისტემებს 2016 წლიდან ქმნის. წლების წინ გაშვებული სისტემები დღესაც ყოველდღიურ გამოყენებაშია.

სწავლება ყველა პროექტში

ყოველი სისტემის ჩაბარება იმ ადამიანების ტრენინგით სრულდება, ვინც მას გამოიყენებს.

გასწავლიან AI-ს შემქმნელები

თითოეულ გუნდს ასწავლის ტრენერი, რომელიც AI სისტემებს თავად აწყობს და ამ გუნდის სფეროს კარგად იცნობს.

ჩვენი ისტორია

Supernova-ს დამფუძნებლებმა შექმნეს Pulsar AI, საქართველოს ერთ-ერთი პირველი მსხვილი სტარტაპ ექზითი.

  • 2016

    ქართული ბანკებისთვის AI სისტემების შექმნა დავიწყეთ. თიბისი ბანკისთვის პირველი ქართულენოვანი ჩატბოტი გავაკეთეთ.

  • 2019

    Pulsar AI გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც სილიკონის ველის ინვესტორებისგან 1,2 მილიონი დოლარი მოიზიდა. წაიკითხეთ Entrepreneur-ში

  • 2021

    Pulsar AI ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა (ამჟამად Impel) შეიძინა. წაიკითხეთ Forbes-ში

  • დღეს

    წამყვანი ორგანიზაციებისთვის კრიტიკულ სისტემებს ვქმნით, მათ გუნდებს კი AI-ს გამოყენებას ვასწავლით.

დავიწყოთ

ასწავლეთ გუნდს AI ჩვენთან ერთად.