ნახეთ, რას მისცემს AI თქვენს კომპანიას, სანამ მასში ინვესტიციას ჩადებთ.
ვსწავლობთ თქვენს საქმიანობას. მოქმედი დემოთი გაჩვენებთ, სად მოგიტანთ AI ყველაზე დიდ სარგებელს.
გვენდობიან წამყვანი ორგანიზაციები
რას მიიღებთ
AI-ს გამოყენების სამი საუკეთესო მიმართულება
სად გამოგადგებათ AI ყველაზე მეტად და რატომ.
საუკეთესო ვარიანტის მოქმედი დემო
ნახავთ, როგორ მუშაობს თქვენი მონაცემების ნაწილზე ან რეალისტურ სატესტო მონაცემებზე.
მისი შექმნის გეგმა
რა დასჭირდება, რამდენ ხანს გასტანს და რა ეღირება.
როგორ ვმუშაობთ
- 01
გამოკითხვა
თანამშრომლები მოკლე კითხვარში აღწერენ მათ ყოველდღიურ ამოცანებს. ასე ვხედავთ, რა მეორდება, რას მიაქვს ყველაზე მეტი დრო და რას უნდა ჩავუღრმავდეთ.
- 02
ინტერვიუები და მონაცემები
ვესაუბრებით მათ, ვინც ამ სამუშაოს ასრულებს, და ვხედავთ, როგორ კეთდება ის სინამდვილეში. თქვენი რეალური მონაცემებით ვითვლით მოცულობას, დროსა და ხარჯს.
- 03
დემო და გეგმა
თქვენს გუნდთან ერთად ვარჩევთ AI-ს სამ ყველაზე ღირებულ მიმართულებას. საუკეთესოზე მოქმედ დემოს ვაკეთებთ და მისი შექმნის გეგმას ვწერთ.
რატომ Supernova
დროში გამოცდილი
Supernova AI სისტემებს 2016 წლიდან ქმნის. წლების წინ გაშვებული სისტემები დღესაც ყოველდღიურ გამოყენებაშია.
რასაც გირჩევთ, თავად ვაწყობთ
წლების განმავლობაში ვქმნით AI სისტემებს. ამიტომ ვთავაზობთ მხოლოდ იმას, რისი გაკეთებაც რეალურად შეიძლება.
დემო სლაიდების ნაცვლად
რჩეულ იდეას მოქმედებაში ნახავთ და არა მხოლოდ პრეზენტაციაში.
Supernova-ს დამფუძნებლებმა შექმნეს Pulsar AI, საქართველოს ერთ-ერთი პირველი მსხვილი სტარტაპ ექზითი.
- 2016
ქართული ბანკებისთვის AI სისტემების შექმნა დავიწყეთ. თიბისი ბანკისთვის პირველი ქართულენოვანი ჩატბოტი გავაკეთეთ.
- 2019
Pulsar AI გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც სილიკონის ველის ინვესტორებისგან 1,2 მილიონი დოლარი მოიზიდა. წაიკითხეთ Entrepreneur-ში
- 2021
Pulsar AI ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა (ამჟამად Impel) შეიძინა. წაიკითხეთ Forbes-ში
- დღეს
წამყვანი ორგანიზაციებისთვის კრიტიკულ სისტემებს ვქმნით, მათ გუნდებს კი AI-ს გამოყენებას ვასწავლით.


