ხმოვანი AI, რომელიც თქვენს ენაზე საუბრობს.
ხმოვანი ასისტენტები, ზარების სინქრონული თარგმანი და speech to text ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.
გვენდობიან წამყვანი ორგანიზაციები
რას ვქმნით
ხმოვანი ასისტენტები
ტელეფონით ან ვებსაიტზე ესაუბრებიან თქვენს მომხმარებლებს და პასუხობენ მათ კითხვებს.
ზარების სინქრონული თარგმანი
AI თარჯიმანი ზარებზე, როცა თანამშრომელი და მომხმარებელი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.
Speech to text
მომხმარებელი აკრეფის ნაცვლად ლაპარაკობს, ზარები კი ტექსტად ინახება და იძებნება.
როგორ ვმუშაობთ
- 01
დაგეგმვა
ვსწავლობთ, რას გეკითხებიან მომხმარებლები. თქვენთან ერთად ვწყვეტთ, რა უნდა აკეთოს სისტემამ.
- 02
შექმნა
სისტემას რეალურ საუბრებზე ვტესტავთ, რომ თქვენს მომხმარებლებამდე სრულად გამართული მივიდეს.
- 03
გაშვება
სისტემას თქვენს სატელეფონო ხაზებს, ვებსაიტს ან სამუშაო ინსტრუმენტებს ვუკავშირებთ.
რატომ Supernova
დროში გამოცდილი
Supernova AI სისტემებს 2016 წლიდან ქმნის. წლების წინ გაშვებული სისტემები დღესაც ყოველდღიურ გამოყენებაშია.
სწრაფი და ბუნებრივი
ხმოვან მოდელებს ზედმიწევნით ვიცნობთ. ვიცით, როგორ მივაღწიოთ თითოეულ ენაზე სწრაფ პასუხს და ბუნებრივ ჟღერადობას.
უკვე მუშაობს
ჩვენი speech to text მსხვილი საცალო ქსელის ვებსაიტზე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მუშაობს.
Supernova-ს დამფუძნებლებმა შექმნეს Pulsar AI, საქართველოს ერთ-ერთი პირველი მსხვილი სტარტაპ ექზითი.
- 2016
ქართული ბანკებისთვის AI სისტემების შექმნა დავიწყეთ. თიბისი ბანკისთვის პირველი ქართულენოვანი ჩატბოტი გავაკეთეთ.
- 2019
Pulsar AI გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც სილიკონის ველის ინვესტორებისგან 1,2 მილიონი დოლარი მოიზიდა. წაიკითხეთ Entrepreneur-ში
- 2021
Pulsar AI ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა (ამჟამად Impel) შეიძინა. წაიკითხეთ Forbes-ში
- დღეს
წამყვანი ორგანიზაციებისთვის კრიტიკულ სისტემებს ვქმნით, მათ გუნდებს კი AI-ს გამოყენებას ვასწავლით.


