კომპიუტერული ხედვა, რომელიც ნებისმიერ ვიზუალურ ინფორმაციას მონაცემებად აქცევს.
ვიდეო ანალიტიკა, ფოტოების ანალიზი და დოკუმენტების წაკითხვა, თქვენს ბიზნესზე მორგებული.
გვენდობიან წამყვანი ორგანიზაციები
რას ვქმნით
ვიდეო ანალიტიკა
ვითვლით და ვაკვირდებით, რას ხედავს თქვენი კამერები მაღაზიებში, ქუჩებში თუ საწყობებში.
ფოტოების ანალიზი
ათასობით ფოტოში ვპოულობთ საგნებს და ვაფასებთ მათ მდგომარეობას.
დოკუმენტების წაკითხვა
სკანირებული დოკუმენტებიდან, ფორმებიდან და ქაღალდის საბუთებიდან მონაცემებს ვიღებთ.
როგორ ვმუშაობთ
- 01
დაგეგმვა
თქვენთან ერთად ვწყვეტთ, რა უნდა გავზომოთ და როგორ გამოიყენებს თქვენი გუნდი შედეგებს.
- 02
შექმნა
სისტემას თქვენს მონაცემებზე ვტესტავთ, რომ მის შედეგებს სრულად ენდოთ.
- 03
გაშვება
შედეგები Dashboard-ზე ან პირდაპირ იმ სისტემებში ხვდება, რომლებსაც თქვენი გუნდი უკვე იყენებს.
რატომ Supernova
დროში გამოცდილი
Supernova AI სისტემებს 2016 წლიდან ქმნის. წლების წინ გაშვებული სისტემები დღესაც ყოველდღიურ გამოყენებაშია.
რეალურ პირობებზე გათვლილი
ცუდი განათება, ბუნდოვანი სკანი და მოუხერხებელი კუთხე ყველა პროექტში გვხვდება. სისტემებს ამის გათვალისწინებით ვაწყობთ.
დიდ მასშტაბზე გამოცდილი
შევქმენით თბილისის საგზაო მოძრაობის ანალიტიკა და აშშ-ში უძრავი ქონების ასობით ათასი განცხადების ანალიზი.
Supernova-ს დამფუძნებლებმა შექმნეს Pulsar AI, საქართველოს ერთ-ერთი პირველი მსხვილი სტარტაპ ექზითი.
- 2016
ქართული ბანკებისთვის AI სისტემების შექმნა დავიწყეთ. თიბისი ბანკისთვის პირველი ქართულენოვანი ჩატბოტი გავაკეთეთ.
- 2019
Pulsar AI გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც სილიკონის ველის ინვესტორებისგან 1,2 მილიონი დოლარი მოიზიდა. წაიკითხეთ Entrepreneur-ში
- 2021
Pulsar AI ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა (ამჟამად Impel) შეიძინა. წაიკითხეთ Forbes-ში
- დღეს
წამყვანი ორგანიზაციებისთვის კრიტიკულ სისტემებს ვქმნით, მათ გუნდებს კი AI-ს გამოყენებას ვასწავლით.


