წარმატებით დანერგილი AI სისტემების 10 წელი.
ჩვენ მიერ შექმნილი სისტემები კრიტიკულ ამოცანებს ასრულებს: წამყვან ბანკში ტრანზაქციებს ამოწმებს, მსხვილ საცალო ქსელს კი AI აგენტებითა და კომპიუტერული ხედვით ემსახურება.
გვენდობიან წამყვანი ორგანიზაციები
რატომ Supernova
დროში გამოცდილი
Supernova AI სისტემებს 2016 წლიდან ქმნის. წლების წინ გაშვებული სისტემები დღესაც ყოველდღიურ გამოყენებაშია.
სრული ციკლი ერთ გუნდში
ყველაფერს თავად ვაპროექტებთ, ვავითარებთ და ვმართავთ, პირველი პროტოტიპიდან ამოქმედებამდე და შემდეგაც.
თქვენზე მორგებული
თითოეულ სისტემას სპეციალურად თქვენი ბიზნესისთვის ვაწყობთ. ის ბოლო დეტალამდე თქვენს მონაცემებსა და პროცესებს ეყრდნობა.
პროექტები
რჩეული პროექტები, ყოველდღიურ გამოყენებაში
სისტემები ბანკებისთვის, საცალო ქსელებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისთვის და საჯარო სექტორისთვის.
საცალო და ონლაინ ვაჭრობასასაუბრო AIAI ასისტენტი პსპ-ს ყველა ფილიალშიპსპ-ს ყველა ფილიალს ახლა საკუთარი AI ასისტენტი ყავს. მომხმარებელი ფილიალში შტრიხკოდს ასკანერებს და AI-ს ეკითხება, რა არის მარაგში, რა აქციებია, როდის მუშაობს ფილიალი, ან ფარმაცევტის რჩევას იღებს. იგივე ასისტენტი პროდუქტს მთელ კატალოგში აღწერით პოულობს და, როცა ადამიანია საჭირო, საუბარს ოპერატორს გადასცემს.დეტალურად
საჯარო სექტორიმონაცემები და ანალიტიკათბილისის საგზაო მოძრაობის ანალიტიკა რეალურ დროშიSupernova-მ შექმნა სისტემა, რომლითაც თბილისის მერია საგზაო მოძრაობას რეალურ დროში ხედავს. ის ქალაქის კამერების მონაცემებს ზონების მიხედვით საცობების ანალიტიკად აქცევს და ინტერაქტიულ რუკაზე აჩვენებს, რომელიც მუდმივად ახლდება.დეტალურად
საბანკო სექტორისარეკომენდაციო სისტემებისაჩუქრის რეკომენდაციები საქართველოს ბანკის საიდუმლო სანტასთვისსაქართველოს ბანკის საიდუმლო სანტა მთელ ქვეყანაში უცნობ ადამიანებს საახალწლო საჩუქრების გასაცვლელად აწყვილებდა. Supernova-მ ამ კამპანიაში ჩაშენებული სარეკომენდაციო სისტემა შექმნა. ის ყველა სანტას ეხმარებოდა კამპანიის ერთადერთ რთულ კითხვაზე პასუხში: რა აჩუქო ადამიანს, რომელიც არასდროს გინახავს?დეტალურადSupernova-ს დამფუძნებლებმა შექმნეს Pulsar AI, საქართველოს ერთ-ერთი პირველი მსხვილი სტარტაპ ექზითი.
- 2016
ქართული ბანკებისთვის AI სისტემების შექმნა დავიწყეთ. თიბისი ბანკისთვის პირველი ქართულენოვანი ჩატბოტი გავაკეთეთ.
- 2019
Pulsar AI გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც სილიკონის ველის ინვესტორებისგან 1,2 მილიონი დოლარი მოიზიდა. წაიკითხეთ Entrepreneur-ში
- 2021
Pulsar AI ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა (ამჟამად Impel) შეიძინა. წაიკითხეთ Forbes-ში
- დღეს
წამყვანი ორგანიზაციებისთვის კრიტიკულ სისტემებს ვქმნით, მათ გუნდებს კი AI-ს გამოყენებას ვასწავლით.